როდესაც სამეფო ოჯახი დედოფლის 96 წლის იუბილეს აღნიშნავს, ჰარი ამერიკის ტელევიზიებში თავისუფლად ჩნდება და ოჯახის კრიტიკას არ ერიდება.
მისი უდიდებულესობა დაბადების დღეს სანდრინგემის ძვირფას მამულში ატარებს. დედოფალი იქ პრინც ფილიპთან ერთად ხშირად იმყოფებოდა ხოლმე, რადგან ეს ადგილი ფილიპსაც ძალიან უყვარდა. თუმცა ბუკინგემის სასახლემ არჩია, ამ საკითხზე უფრო მეტი კომენტარი არ გაეკეთებინა.
დედოფალი დღეს მცირე ხმაურით აღნიშნავს დაბადების დღეს - მან პატივი მიაგო უილიამსა და ქეით მიდლტონს და გამოაქვეყნა ფოტო ორ პონისთან, ბაიბეკ ნაითინგეილთან და ბაიბეკ ქეითთან ერთად.
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დედოფლის ფოტო „ინსტაგრამზე“ გააზიარეს, დაბადების დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ელიზაბეტი შთაგონების წყაროა არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ბრიტანეთის და თანამეგობრობის ქვეყნებისთვის.
მაგრამ ბუკინგემის სასახლე განცვიფრებული დარჩა NBC-ის სატელევიზიო გადაცემით, სადაც პრინცმა ჰარიმ ბებიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაიხსენა და მის გარშემომყოფებზე ისაუბრა.
„უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ დედოფალი სათანადოდ არის დაცული და მის გარშემო სწორი ხალხია“, - თქვა ჰარიმ.
ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი უსიამოვნო ინტერვიუები უფრო და უფრო მეტი იქნება „ნეთფლიქსის“ ახალ სერიებში და ჰარის მომდევნო ინტერვიუებში და წერენ, რომ პრინცმა „სული ეშმაკს მიჰყიდა“, რათა თავისი და მეგან მარკლის ოჯახი უზრუნველეყო.
ჰარი და მეგანი ბრიტანეთს გასულ კვირას, ჰოლანდიაში გამგზავრებამდე ეწვივნენ, მაგრამ როგორც ჰარი ამბობს, ის ბრიტანეთში თავს დაცულად არ გრძნობს და ურჩევნია, ქვეყანაში საჯაროდ აღარ გამოჩნდეს.
2020 წლის შემდეგ პირველად, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ და დედოფალსაც ესტუმრნენ
ცოლის გეგმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბებია, მაშინაც კი, თუ ბებია დედოფალი ელიზაბეტია - პრინცი ჰარი დედოფლის 96 წლის იუბილეს გამოტოვებს
„მეგანის გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან სამეფო ოჯახს ცერემონიაზე ცირკი არ სურდა, მისი გამოჩენა კი სპექტაკლს გამოიწვევდა“ - ფოტოები პრინც ფილიპის მემორიალის გახსნიდან, რომელსაც ჰარი და მეგანი არ დაესწრნენ