დედოფალი გაემგზავრა ლონდონში, რათა დასწრებოდა საყვარელი მეუღლის, პრინც ფილიპის მემორიალს.
მან ეს გააკეთა მეორე ვაჟთან, პრინც ენდრიუსთან ერთად. ეს არის პირველი საჯარო ღონისძიება, რომელსაც იორკის ჰერცოგი ესწრება, გასული წლის აპრილში პრინც ფილიპის დაკრძალვის შემდეგ.
პრინცი ფილიპი გასულ წელს, ხანდაზმულობის მიზეზით გარდაიცვალა. სიკვდილის მომენტში პრინცი 99 წლის იყო.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მემორიალზე შვილებთან, ჯორჯთან და შარლოტთან ერთად გამოჩნდნენ.
ცერემონიას ასევე დაესწრო პრინცი ჩარლზიც, მეუღლესთან, კამილასთან ერთად.
თუმცა, სამეფო ოჯახთან ერთად, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ ყოფილან.
ეს ფაქტი ტაბლოიდების სასაუბრო თემა გახდა, თუმცა თავად სამეფო ოჯახთან დაკავშირებული პირები აღნიშნავენ, რომ მეგანის გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან მათ ცერემონიაზე ცირკი არ სურდათ, ხოლო მეგანის გამოჩენა სპექტაკლს გამოიწვევდა.
ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი სამეფო ოჯახები, რომელთა შესახებ ნაკლებად გსმენიათ
ერთი სამკაულის ისტორია: "საფირონის ქრიზანთემა", რომელსაც ელიზაბეტ II ყველაზე ბედნიერ და მნიშვნელოვან დღეებში იკეთებს
"ფილიპის თვალებში დანახული ეშმაკური ციმციმი ენატრება - ძალიან განიცდის და მუდამ მის უკან მდგომ, მომღიმარ ფილიპს ეძებს"