ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი უკრაინაში გაემგზავრა - მარიამ გეგუჩაძე ფოტოებს ბუჩადან აქვეყნებს - Marao

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი უკრაინაში გაემგზავრა - მარიამ გეგუჩაძე ფოტოებს ბუჩადან აქვეყნებს

2022-04-27 12:21:56+04:00


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჯერ კიდევ გასულ თვეში ამბობდა, რომ მის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, უკრაინაში წასვლა სურდა, თუმცა გადააფიქრებინა.

„როგორ შეიძლება ახლა ვინმე მშვიდად იყოს? როგორ შეიძლება ვინმეს ეძინოს? ჭამოს? გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად? რუსული ჯარი ყოველ წუთს ბომბავს უკრაინას და ხოცავს ხალხს ერთი მანიაკის, ვლადიმერ პუტინის გამო. მას არაფერი ჰუმანური არ აქვს. ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - წერდა მარიამი.

როგორც ჩანს, დედის მოსაზრება მან მხოლოდ ცოტა ხნით გაიზიარა, რადგან ამჟამად ის უკრაინაში იმყოფება და ნანგრევების ფონზე გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.

„როგორ შეიძლება ახლა ვინმეს ეძინოს? ჭამოს? რუსული ჯარი ყოველ წუთს ბომბავს უკრაინას და ხოცავს ხალხს ერთი მანიაკის, ვლადიმერ პუტინის გამო...“ - მარიამ გეგუჩაძე

"ძალიან ცუდ დროს მოხდა..." - მარიამ გეგუჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანისა და ირაკლი კოდუას დაშორებაზე პირველად საუბრობს