„8 წელი“ - ამ წარწერის ქვეშ მოდელი ლიკუნა მეტრეველი მეუღლესთან, ვასო ფხაკაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, მათი თანაცხოვრება უკვე რვა ბედნიერ წელს ითვლის და ამ თარიღს ისინი ორ ულამაზეს გოგონასთან ერთად ხვდებიან.
Look Models Management-ის მოდელმა ლიკუნა მეტრეველმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა ტელესახემ, ვასო ფხაკაძემ, ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე“ გაიცნეს და თანაცხოვრების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს.
ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ვასო ფხაკაძე კი დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იუმორისტია. წლების განმავლობაში ის არაერთი კომედიური შოუს მსახიობი იყო და მაყურებელს თავი სწორედ ამ საქმიანობით შეაყვარა.

ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (ფოტოები)
როგორ აღნიშნეს ვასო ფხაკაძემ და მისმა მეუღლემ შვილის დაბადების დღე - ნახეთ ულამაზესი ოჯახის ფოტოები