თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილი რამდენიმე წელია ერთადაა და ქორწინებაში 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მესამე შვილი მათ ახლახან შეეძინათ.
ამჟამად ისინი უფროს შვილთან ერთად პარიზში, „დისნეილენდში“ იმყოფებიან. ქეთი ფოტოებს საკუთარ „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
"კატერინას სძულს ფოტოები", - წერს ქეთი.
„შევძელი, ისე შემეთავსებინა ოჯახი, საქმე და სწავლა, რომ ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს“ - ქეთი ჟღენტი მილიონერი მეუღლის გვარზე გადავიდა
ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას დაუვიწყარი მოგზაურობა საბერძნეთში
როგორ აღნიშნეს ქეთი ჟღენტმა და თოშა ქებურიამ სიყვარულის დღე (ფოტო)