მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლემ, ქეთი ჟღენტმა, სოციალურ ქსელში საკუთარ გვარს ქებურია დაუმატა და განმარტა, რომ ახლა უკვე ოფიციალურად მეუღლის გვარზე გადავიდა.
წყვილი რამდენიმე წელია ერთადაა და ქორწინებაში 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მესამე შვილი მათ ახლახან შეეძინათ.
ქეთი ჟღენტი მისი, როგორც ქალის დამსახურებასა და მოტივაციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ძალიან ამაყობს იმ ყველაფრით, რასაც მიაღწია და სურს კარიერული ცხოვრება ოჯახურ ცხოვრებას შეუთავსოს.
„ვარ 23 წლის, სამი შვილის დედა. ვსწავლობ ბიზნესადმინისტრირებაზე, მარკეტინგის განხრით და ვარ სილამაზის სალონის დამფუძნებელი. ჩემი სუპერძალა, როგორც ქალის, ალბათ ისაა, რომ შევძელი, ისე შემეთავსებინა ოჯახი, საქმე და სწავლა, რომ ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს.“ - ამბობს ქეთი.

„ჩემი ოცნების ლიანკა“ - თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი მესამე შვილის ფოტოებს აქვეყნებენ
„სიგიჟემდე, უპირობოდ, სამუდამოდ მიყვარხარ... 4 წელი ერთად“ - მოდელი ქეთი ჟღენტი ქმართან, თოშა ქებურიასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს
"ექსკავატორის წვეულება" - როგორ აღნიშნეს მილიონერმა თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა შვილის დაბადების დღე