2022 წლის ყველაზე მოდური საღამოს, „მეთ გალას“ თემა 1870-1900 წლების მოდა და მოოქროვილი გლამური იყო. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი მოდის სიმბოლო კიმ კარდაშიანი გახდა, რომელმაც 60-იანი წლების „ნაციონალური საგანძური“, მერლინ მონროს კაბა მოირგო. კაბა დიზაინერმა ჯან ლუისმა სპეციალურად მონროსთვის შექმნა, რათა მას პრეზიდენტისთვის დაბადების დღე საჯაროდ მიელოცა, ხოლო მერლინის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმმა ის თითქმის 5 მილიონ დოლარად შეიძინა.

თავად მერლინ მონრო ამბობდა, რომ საკულტო კაბას მის გარდა ვერავინ მოირგებდა, თუმცა ამ დამოკიდებულებამ არ შეაშინა კარდაშიანი, რომელიც კაბის ჩასაცმელად 3 კვირა „შიმშილობდა“. თავდაპირველად, კიმის ჯგუფს მუზეუმმა უარი უთხრა, რადგან მასთან შედარებით მონრო ძალიან გამხდარი იყო. სწორედ ამიტომ დაუწესა კიმმა საკუთარ თავს მკაცრი დიეტა და წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი იერით გამოჩნდა.
წონაში კლების მიუხედავად, კიმმა კაბის შეკვრა მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც მან ჩაცმულობას მოსაცმელი შეუხამა, რომელიც კაბის გახსნილ ნაწილს მთლიანად ფარავდა, ხოლო ბუნებრივი თმის ფერი სპეციალურად გაიღიავა, რათა მაქსიმალურად გაემეორებინა მერლინის ეფექტი.

სხვათა შორის, ცერემონიის შემდეგ მუზეუმმა კიმს მერლინის ნამდვილი თმაც კი გადასცა. თუმცა კარდაშიანს კაბა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ეცვა, კამერების წინ გამოჩენის შემდეგ ის გამოიცვალა და მსგავსი, მაგრამ „ყალბი“ კაბით ჩაანაცვლა. ერთი მხრივ, ამ საქციელით მან კაბის უსაფრთხოება უზრუნველყო, მეორე მხრივ კი, აღნიშნა, რომ კაბით გადაადგილება საკმაოდ უჭირდა.
მართალია, კიმმა 20 დღეში 7 კილო დაიკლო, წითელ ხალიჩაზე ნახევრად გახსნილი კაბით გაიარა და გადაადგილება უჭირდა, მაგრამ მისი გამოჩენა ამ დრომდე ყველაზე განხილვადი თემაა მოდის ინდუსტრიაში, მონროს კაბით კი თაყვანისმცემლების გულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიგო.

მოდა და გლამური - ვარსკვლავები 2022 წლის "მეთ გალას" ცერემონიაზე
ვინ არის "მეთ გალას" იდუმალებით მოცული სტუმარი, რომელიც ჯარედ ლეტოში აერიათ
ნახეთ 10 წყვილი „მეთ გალას“ ისტორიიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს