„მეთ გალას“ მომდევნო დღე, ჩვეულებრივ, პირველ იანვარს ჰგავს. თუ მთელი ღამე სვამდი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდი, მეორე დღე დასასვენებლად გჭირდება. ამ დღეს ვარსკვლავები ძილისთვის იყენებენ, თუმცა, არა ირინა შეიკი.
სანამ ბელა ჰადიდს და ქენდალ ჯენერს „მეთ გალაც“ კი არ დაუტოვებიათ, ირინამ უკვე მოასწრო გამოცვლა და ქუჩებში გამოჩენა. წითელ ხალიჩაზე ის შავი ტყავის სამოსით გამოჩნდა, ახლა კი არჩევანი თეთრ პერანგსა და თავისუფალი სტილის ჯინსზე შეაჩერა.
ირინა ამბობს, რომ თეთრი პერანგი ელეგანტურად გამოიყურება იმ შემთხვევაშიც, თუ მას რაც შეიძლება მარტივად ჩაიცვამთ და შარვალზე ქამრის გაკეთებაზეც უარს იტყვით.