ბავშვობიდან ყველას გვასწავლიან, რომ რძე ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან კარგია, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს. არსებობს მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული რამდენიმე მიზეზი, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ რძის მიღება აუცილებელი სულაც არ არის.
გაუმჯობესებული საჭმლის მომნელებელი სისტემა
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს აწუხებს კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ადვილად ვერ ითვისებს რძის პროდუქტებში შემავალ შაქარს. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანების უმრავლესობა ზრდასრულობაში წყვეტს რძის პროდუქტების მოსანელებლად საჭირო ფერმენტების გამომუშავებას. გამოდის, რომ ეს ფუნქცია ჩვენი სხეულის ბუნებრივი თავდაცვის სისტემის ნაწილია. ლაქტოზის შეუწყნარებლობის მქონე ადამიანებს აქვთ ფილტვის, სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხეების კიბოს რისკი.
კანის პრობლემები ქრება
ძვირადღირებული სილამაზის პროდუქტების ყიდვის ნაცვლად, მეცნიერები გვირჩევენ, რომ კვების რაციონიდან ამოვიღოთ რძე და ყველი. ბევრი დერმატოლოგი გვირჩევს ლაქტოზის გარეშე დიეტას, რადგან ძროხის რძე და რძის პროდუქტები შეიცავენ კაზეინსა და შრატის პროტეინს, რომლებიც ზრდიან გარკვეული ჰორმონების დონეს, რაც იწვევს აკნეს განვითარებას. სამედიცინო კვლევების თანახმად, აკნე ქრება და სახის ფერი უმჯობესდება მაშინ, როდესაც ადამიანები რძის გარეშე შედგენილ დიეტას იცავენ.
წელის ზომის შემცირება
ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა, რომელმაც გააანალიზა 30 კვლევა, თქვა რომ არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ რძის პროდუქტების მიღება დააჩქარებს წონის კლებას. სინამდვილეში, 12000-ზე მეტი ბავშვის კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ რძეს მოიხმარენ, უფრო მეტად იზრდებიან წონაში.
ძვლები ძლიერდება
უამრავი ადამიანი ფიქრობს რომ რძის მიღება აუმჯობესებს და ამაგრებს ძვლებს, მაგრამ ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ ძვლების გასამაგრებლად ულაქტოზო დიეტა დავიცვათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქარხნული რძე ფაქტობრივად არ შეიცავს ვიტამინებს, მეორეც, 2014 წელს გამოქვყნებული კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტ რძეს სვამდნენ ადამიანები, მით უფრო მაღალი იყო ბარძაყის მოტეხილობის ალბათობა.
მაგრამ, თუ გაგიჭირდებათ რძის პროდუქტებზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა, შეცვალეთ ისინი იოგურტით. ამ პროდუქტს ნამდვილად აქვს სასარგებლო თვისებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ იოგურტში შემავალი ლაქტოზის დიდი ნაწილი იშლება ბაქტერიების მიერ, ან თავად ბაქტერიების დამცავი თვისებების გამო.

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ
ასე გამოიყურება იმ პროდუქტების სია, რომელთა მიღებაც დაგეხმარებათ ჯანსაღად და ეკონომიურად კვებაში
7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ ქალებმა - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გარანტი