კახა კალაძე საკუთარი ჩაცმულობითა და სტილით არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. კალაძე ხშირად ატარებს ძვირადღირებულ ბრენდებს, ზოგჯერ უარს ამბობს დრესკოდზე და შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე არაორდინალური სტილით ჩნდება.
ამჯერად სოციალურ ქსელში მსჯელობა მოჰყვა კახა კალაძის ფეხსაცმელს. მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, მისი "ნიუ ბალანსები" განხილვის საგნად იქცა.
კახა კალაძის უნისექსი ნიუ ბალანსები საიტზე 496 დოლარი ღირს. მისი ჩაცმა როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს შეუძლიათ. შენნაირი "ნიუ ბალანსები" მინდა კალა, "ლორო პიანა" არ მინდა, ეგ პუტინსაც ყვარებია...“ - წერენ კომენტარებში.