ბრიტანული გამოცემა The Time-ი ვრცელ სტატიას უძღვნის იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. სტატიაში საუბარია ქართველ მებრძოლ ქალებზეც - ნანა ტომარაძესა და დარეჯან მაისურაძეზე.
“უკრაინაში ბევრი უცხოელი ქალი იმყოფება, რადგან ისინი არ მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მამაკაცებმა უნდა იბრძოლონ. თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, 31 წლის ქართველი ნანა ტომარაძე თბილისში, სახლში, თავის 8 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, მისი უკრაინელი ქმარი კი სამშობლოში იყო და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა“, - წერს Time-ი.
"ვიფიქრე, როგორი ცოლი ვარ, აქ რომ ვიჯდე?! შეიძლება ის იქ მოკვდეს. ამ ყველაფერს შორიდან ვუყურო?“, - ამბობს ტომარაძე. მან შვილი ბაბუასთან დატოვა და ქართველთა იმ ავტობუსის მგზავრი გახდა, რომლებიც უკრაინის დასაცავად გაემგზავრნენ.
"იქ იყვნენ ყოფილი ჯარისკაცები, ბარმენები, მხატვრები და რამდენიმე პოეტიც კი. ჩვენ ვიცით, რა განცდაა რუსეთთან ომი“, - ამბობს ტომარაძე და იხსენებს 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
წაიკითხეთ სრულად