ჩვენი დროის 5 ყველაზე მდიდრული საქორწინო ცერემონია - Marao

ჩვენი დროის 5 ყველაზე მდიდრული საქორწინო ცერემონია

2022-05-12 14:43:13+04:00


საიდუმლო არ არის, რომ საქორწილო ცერემონია შეიძლება ძვირი დაჯდეს. მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ მართლაც ზღაპრულ თანხებზე - 70 მილიონიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე.

პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი

საქორწინო ცერემონიის სავარაუდო ღირებულება: 48 მილიონი დოლარი

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი იყო პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილი. ცერემონია 48 მილიონი დოლარი დაჯდა. როგორც სხვა სამეფო ქორწილებში, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯული იყო უსაფრთხოებაზე. ასევე, ოფიცრების დიდი რაოდენობა ფარულად მუშაობდა - ისინი გადაცმული იყვნენ სამეფო წყვილის „ლაქიების“ და ლონდონის რიგითი მოქალაქეების ფორმებში. კიდევ ერთი მთავარი ღირებულება იყო პრინცესა დიანას ცნობილი საქორწილო კაბა.

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი

ქორწილის სავარაუდო ღირებულება: 1 მილიონი დოლარი

დონალდ ტრამპის ქალიშვილისა და ბიზნესმენ ჯარედ კუშნერის ქორწილი 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბში, ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში. პატარძალი Vera Wang-ის საქორწინო კაბით გამოჩნდა, თითზე კი საქმროს მიერ ნაჩუქარი 5,22 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. ზეიმის დაწყებამდე ყველა სტუმარს, რომელთა შორის იყვნენ ანა ვინტური და ნატალი პორტმანი, შესთავაზეს 13 ფენიანი დაბადების დღის ტორტის ნაჭერი, რომელიც 70 ათასი დოლარი დაჯდა.

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი

ქორწილის სავარაუდო ღირებულება: 1 მილიონი დოლარი

2000 წელს ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი ჰოლივუდის წყვილი იყვნენ, ამიტომ ბევრი გაყიდდა სულს, რომ საკუთარი თვალით ენახა მათი საქორწინო ცერემონია. მაგრამ ასეთი უნიკალური შანსი მხოლოდ 200 სტუმარს ჰქონდა. "ქორწილი იყო სანახაობრივი", - მოკრძალებულად აღნიშნა პატარძლის 67 წლის მამამ. „ზენ ბაღის“ სტილი და 50 000 ახალი ყვავილი წყვილს 75 000 დოლარი დაუჯდა.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

ქორწილის სავარაუდო ღირებულება: 1-2,5 მილიონი დოლარი

დღეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ქონება დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარია, მაგრამ 2005 წელს, როდესაც ის მოდელ მელანია კნავსზე დაქორწინდა, ის უკვე ძალიან მდიდარი მეწარმე იყო. მათი ქორწილი დონალდ ტრამპის კუთვნილ მარ-ა-ლარგოს კერძო რეზიდენციაში შედგა. პატარძალი სტუმრების წინაშე წარდგა Dior-ის კაბით, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირდა. სადღესასწაულო საღამოს "ვარსკვლავი" შვიდსართულიანი საქორწინო ტორტი იყო, რომელიც დაახლოებით 100 კგ-ს იწონის და 50 000 დოლარი ღირს. მის შექმნას თითქმის ორი თვე დასჭირდა.

ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი

საქორწინო ცერემონიის სავარაუდო ღირებულება: 2-5 მილიონი დოლარი

ივანკა ტრამპის მსგავსად, კლინტონის მემკვიდრემ ქორწილი დიდი მასშტაბით აღნიშნა. ჩელსიმ ცოლად შეირთო თავისი დიდი ხნის მეგობარი, წარმატებული ბანკირი მარკ მეზვინსკი, მდიდრული ცერემონია Astor Courts-ში, ნიუ-იორკის ისტორიულ მამულში, ჰადსონის ნაპირზე გაიმართა. მხოლოდ ყვავილების მოწყობა 250 000 დოლარი დაჯდა. იგივე ღირდა პატარძლის საქორწილო კაბა. სამზარეულოს მეთაურობდნენ ცნობილი ნიუ-იორკელი მზარეულები, რომელთა მომსახურება 750 000 დოლარი ღირდა. მაგრამ მთავარი ხარჯი ცერემონიის უსაფრთხოება იყო.

TOP 7 ყველაზე ცნობილი საქორწილო კაბა, რომლებიც დღემდე შთააგონებენ დიზაინერებს

„დაწინდული“ ქალი საპატარძლო იყო და მას თავსაბური - „ჩიქილა“ უნდა ეტარებინა“ - როგორ ქორწინდებოდნენ საქართველოში ძველად