ქეთა თოფურია ყაზახეთში იმყოფება. მომღერალს ყაზახეთში კონცერტი აქვს დაგეგმილი, მანამდე კი სარეპეტიციო დარბაზში „სულიკოს" ასრულებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა ღიად დაგმო რუსული აგრესია და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის, გარდა მსოფლიო ვარსკვლავებისა, თავად რუსი მომღერლები თუ მსახიობებიც აღმოჩნდნენ, მაგალითად, ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, ვერა ბრეჟნევა და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურიამ ომის დაწყების დროს საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "არა ომს", მას შემდეგ მას ამ თემაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც უკრაინელი ხალხისთვის დაუჭერია ღიად მხარი. მეტიც, ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობდა, მას სხვა არტისტებთან ერთად მოსკოვში 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა ემღერა, თუმცა მონაწილეობა პირადი პრობლემების გამო ვერ შეძლო.
ამ ყველაფრის შემდეგ სოციალურ ქსელში ქართველების დამოკიდებულება ქეთა თოფურიას მიმართ შეიცვალა და ისინი არ ერიდებიან აგრესიული კომენტარების დატოვებას მისი ფოტოების ქვეშ.

"რა ლამაზია მოსკოვში გაზაფხული, როგორც იქნა, მზე ანათებს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ქეთა თოფურია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
„შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთესა და ბოროტებაზე, უთხარი, რომ შენ ბოროტებას უმრეროდი... არავის სჭირდება ახლა შენი სიმღერა!“ - რას სწერენ ქეთა თოფურიას სოციალურ ქსელში