როგორ ვიყიდო ბოტასი? რამდენად რეალურია მისი საშუალებით ფულის გამომუშავება? - ეს კითხვები დღეს თითქმის ყველას აინტერესებს.
სტატიაში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებთ ციფრული ბოტასის შეძენას და გამოყენებას.
STEPN არის ფიტნეს-აპლიკაცია, რომელიც შექმნა ავსტრალიურმა სტუდია Find Satoshi Lab-მა. კრიპტო თამაში აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებსა და მეტასამყაროს ტექნოლოგიას. მუშაობს Move-to-Earn (M2E) მოდელის მიხედვით: მომხმარებელი ღებულობს ტოკენებს თავისი ფიზიკური აქტივობის ხარჯზე. STEPN-ში მოთამაშეებს შეუძლიათ სიარული, სირბილი ან ძუნძული NFT ბოტასით. STEPN-ის გამოსაყენებლად საჭიროა „ბოტასის“ ყიდვა NFT ფორმატში. აპი ხელმისაწვდომია Android და iOS-ისთვის.
მოთამაშეს შეუძლია გაყიდოს თავისი NFT ბოტასი აპლიკაციის ბაზარზე. GST შემოსავალი ინახება აპლიკაციის „საფულეში“ (Wallet), რომელშიც ჩაშენებულია Swap ფუნქცია.
აპლიკაციის გამოყენების დასაწყებად საჭიროა ციფრული „ბოტასი“ ტოკენის სახით. მათი შეძენა შესაძლებელია თავად აპლიკაციაში ან play store-ში - Magic Eden და Binance NFT. ამ დროისათვის ყველაზე იაფფასიანი NFT ბოტასი დაახლოებით 1200$ ღირს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაამატებს „ბოტასს“ აპში, ჩართვის დროს ის იწყებს მოძრაობის დაფიქსირებას GPS-ის დახმარებით. ამ დროს მომხმარებელი იღებს GST-ებს სეირნობის ან ქუჩაში სირბილის ხარჯზე. ტოკენების მოპოვების სიჩქარე დამოკიდებულია ცვეთაზე, ხარისხსა და NFT ბოტასის სხვა ატრიბუტებზე.
ბოტასის ყოველ მოდელს აქვს თავისი მაქსიმალური ენერგიის მარაგი, რომელიც იხარჯება ფიზიკური აქტივობისას. რაც უფრო მეტს მოძრაობს მომხმარებელი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს.
სტანდარტული მაჩვენებელი შეადგენს 2 ერთეულს ენერგიისას და უტოლდება მოძრაობის 10 წუთს. ის შეიძლება გაზარდოთ ბოტასის მოდერნიზაციის მეშვეობით ან ახლის შეძენით.
STEPN ცდილობს შეცვალოს სამყარო, რათა ადამიანები იყვნენ მუდამ ფორმაში და აქტიურები ონლაინთამაშის დროს.
იხილეთ სრულად