საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს, "მასტერშეფის" ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია საზოგადოებას ძალიან უყვარს. ლუკა, გადაცემის გარდა, ხალხს სოციალური ქსელიდანაც ახსენებს თავს და "ინსტაგრამსა" და Facebook-ზე აქტიურია. ამ ბოლო დროს შეფი თავისი კულინარიული შედევრების ვიდეორეცეპტებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ლუკამ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში პირადი ცხოვრებისა და პოპულარულობის უარყოფითი მხარეების შესახებაც ისაუბრა.
„პოპულარობაში ცუდი არის ის, რომ პირადი ცხოვრება ყოველთვის მახინჯდება. პირადი ცხოვრება ყველაფრისგან იზოლირებული უნდა გქონდეს. დაიწერება რაღაც კომენტარი და ნარატივი შენს ხელში აღარ არის. მაგალითს მოვიყვან – დიდი ხნის წინ დავშორდი ჩემს მეუღლეს. უცებ ერთმა ტაბლოიდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია: „ვისთან უღალატა ლუკა ნაჭყებიამ თავის ცოლს“. სინამდვილეში, ოთხი წელი იყო გასული ჩემს მეუღლესთან გაშორებიდან იმ გოგოს გაცნობამდე. არც კი ვიცნობდი და არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. ოთხი წლის მერე გავიცანი. რა დონის აბსურდი იყო, მაგრამ ხალხი ხომ ზიანდება?
მომიწია ჩამოვლა და ყველასთან განმარტება, რომ ოთხი წელი იყო გასული დაშორებიდან. მერე იმ ტაბლოიდსაც მივწერე.
მქონია საჯარო ურთიერთობა და ამან ურთიერთობაზე ძალიან იმოქმედა, გაგრძელდა მალულად, მერე რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. ამ საჯარო ურთიერთობით ვისწავლე ბევრი რამ. ეს არის პოპულარობის ცუდი ნაწილი. კიდევ ასეთ მაგალითს მოვიყვან – მეგობრებში რასაც ვხუმრობ, და მათ იციან ჩემი ბოროტი ხუმრობების შესახებ, ის არ უნდა ვთქვა სხვაგან, რადგან მავიწყდება, რომ რეალურად, ადამიანების მხოლოდ მცირე პროცენტი მიცნობს ისეთს, როგორიც ვარ.
ერთხელ ერთ ქალთა ჯგუფში ასევე დიდი აბსურდი დაწერეს ჩემზე, თითქოს ვიღაც გოგოს მივწერე და თუ უარს მეტყოდა, მერე მისი სხვა მეგობრებისთვის ვაპირებდი მიწერას… ყველას ემოციურ მდგომარეობას გავიგებ, მაგრამ ამას რომ წერენ, სქრინები მაინც დაედოთ ან რაიმეთი გაემაგრებინათ… არ მგონია, ეს შურისმაძიებლური პოსტი ყოფილიყო, ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა გართობა უნდა და ალბათ, ეს შემთხვევა იყო… ზოგჯერ ღამის ოთხ საათზე სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, თავიანთ გაკეთებულ კერძებს მაჩვენებენ და მთხოვენ, შემიფასეო. მესმის, რომ ან ნაბახუსევია, ან თრობის დროს მწერს… ყველას გავუგებ, რადგან თავად ვყოფილვარ ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ არავის განვსჯი, მაგრამ პირადი ზიანის მოყენებაზე რომ გადმოდიან, ამას ვერ მოვიწონებ“, - თქვა ლუკამ.
„კაცი უნდა იყოს სამზარეულოში“ - შეფ ლუკა ნაჭყებია რჩეულთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
შეფ ლუკა ნაჭყებიასა და მისი რჩეულის ახალი ფოტოები - ნახეთ, როგორ ატარებენ დროს ლუკა და ანუკა