რიანა დედა გახდა - მუსიკოსი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

რიანა დედა გახდა - მუსიკოსი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს

2022-05-20 10:15:27+04:00


რიანა და რაქიმ მეიერსი ოფიციალურად გახდნენ მშობლები. მათი საერთო ვაჟის დაბადების შესახებ წყვილმა გუშინ განაცხადა. ბავშვი 13 მაისს დაიბადა, თუმცა მისი სახელი ჯერჯერობით უცნობია.

რიანას თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესმა გულიც დაწყვიტა, რადგან ისინი უკვე მზად იყვნენ, როგორ სტილს აირჩევდა სტილის კერპად აღიარებული ვარსკვლავი საკუთარი ქალიშვილისთვის.

ბოლოს, როდესაც რიანა საზოგადოების წინაშე გამოჩნდა, 9 მაისი იყო, როდესაც ის და რეპერი A$AP Rocky ლოს-ანჯელესში დედის დღეს აღნიშნავდნენ.

წყვილმა რიანას ორსულობის შესახებ პირველი განცხადება იანვარში გააკეთა. მისი ორსულობა მოდის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა, ყოფილმა მოღერალმა „ვოგის“ ქავერიც დაიკავა და ახალი ტრენდების დამყარებაც მოახერხა. სწორედ რიანას შემდეგ დაიწყეს ცნობილმა მოდელებმა თუ მსახიობებმა ფეხმძიმობის პერიოდში მუცლის ღიად გამოჩენა.

"სიძლიერის სიმბოლო": როგორ შეცვალა რიანას სტილი და ცხოვრება ორსულობამ

"თუ ეს ყოველივე სიმართლეა, მისი მუსიკის მოსმენას აღარ ვაპირებთ" - რაქიმ მეიერსის ფანები რეპერს ფეხმძიმე რიანას ღალატის გამო აკრიტიკებენ