მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
თაკოს განსაკუთრებით უყვარს მოგზაურობა და ეს მის „ინსტაგრამსაც“ ემჩნევა. მოდელი სხვადასხვა ქვეყნიდან ვიდეოებს თუ ფოტოებს ძალიან ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად თაკომ ახალი ვიდეო თურქეთში მოგზაურობის შესახებ გამოაქვეყნა, სადაც თიკა ფაცაციასთან და ლიკა კვარაცხელიასთან ერთად იმყოფებოდა.
„დაუვიწყარი დღეები გავატარე ჩემს გოგოებთან ერთად“ - წერს თაკო.