ადამიანებს, რომელთა ასაკი 50 წელი და ცოტა მეტი იყო, ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდნენ, 20-30 წლის ასაკში რომ დაბრუნებულიყვნენ და რა რჩევას მისცემდნენ ახალგაზრდებს. პასუხების უმრავლესობა ძალიან მარტივი და ჭკვიანური იყო. ამიტომ, მათი აზრი ბევრისთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის.
- თავი დაანებეთ მოწევას. ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება არის და თან არასასიამოვნო სუნიც აქვს. გარდა ამისა, 100% გარანტირებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს გამოიწვევს. თუ გინდათ, რომ 50 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით არ იწვეთ ონკოლოგიურში, ახლა სწორედ ის დრო არის, რომ მოწევას თავი დაანებოთ.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. გინდათ ნაოჭიანი, მშრალი, აქერცლილი და თხელი კანი? მაშინ წადით პლაჟზე და დატკბით მზით დამცავი კრემის გარეშე.
- ეკონომიურად ხარჯეთ ფული. ეს სასიამოვნო რჩევა არ არის, მაგრამ საჭიროა. 30 წლის ასაკში ადამიანი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ამიტომ, ყოველთვის გადაინახეთ ცოტა-ცოტა. დღეს თუ ეკონომიას გააკეთებთ, დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა დაგიგროვდებათ.
- შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა მშობლებთან. თუ თვლით, რომ ოჯახის წევრებს თქვენი არ ესმით — უნდა ისწავლოთ მათი გაგება და ახლობლებთან ურთიერთობის აწყობა. ოჯახური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. მალე მიხვდებით, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ცხოვრებაში.
- მოაგროვეთ მოგონებები და არა საგნები. თქვენ — თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ხართ. ძალიან მოსაწყენია 50 წლის ასაკში გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური სიკეთის გარდა, ვერაფერი მოაგროვეთ. მოაგროვეთ მოგონებები – მათი გადაყრა შეუძლებელია და არც არასოდეს გაუფასურდება.
- ისწავლეთ გაცემა. გააკეთეთ სიკეთე. მიეცით ადამიანებს ის, რაც მათ სიხარულს მოუტანს. მაგრამ ეს მთელი გულით და სულით გააკეთეთ. ნუ მოითხოვთ ამისთვის სამაგიეროს. და მაშინ თქვენი გულიც სიყვარულით აივსება.
- დაკავდით სპორტით. ეს მართლაც მნიშვნელოვანი არის. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით ახლა. მაშინ თქვენ საკმარისად აქტიური იქნებით 50 წლის ასაკშიც. მოიცილეთ ჭარბი წონა. ეცადეთ, ყოველთვის სტანდარტული წონის ფარგლებში იყოთ.
წაიკითხეთ სრულად