ქეთათო და ირაკლი ჩარკვიანების შვილი ნანა ჩარკვიანი უკვე სრულწლოვანია და სასწავლებლად საზღვარგარეთ იმყოფება. ნანამ ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ახალი აღმოჩენა აქვს და ძალიან უნდა მწერლობა.
"მინდა, ყოველთვის ასაკთან შესაფერისი ტიპი ვიყო. ახლა 18 წლის ვარ და მგონია, რაზედაც გულწრფელად და ცნობიერად შემიძლია ვწერო, იმაზე ვწერ, სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში. ემოციურად და პირად თემებზე წერას არ ვერიდები. საკმაოდ გახსნილად ვწერ. ასე ნელ-ნელა ვენდობი ჩემს თავს.“ - ამბობდა ის.
შვილის ამ გადაწყვეტილებას ქეთათოც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნანა უკვე ზრდასრული ადამიანია. ამიტომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რომელ პროფესიას გაჰყვება.
„ადამიანები რაც მეტად დავინტერესდებით, მეტი სათქმელი დაგვიგროვდება და სხვადასხვა დარგში ვიპოვით თავს, მით უკეთესი. ამიტომ, რაც უნდა, ის უნდა გამოვიდეს. თავისი ფასეულობები სულ უნდა დაიცვას. მწერალი იქნება, ბალეტს იცეკვებს თუ პურს გამოაცხობს, ეს მეასეხარისხოვანია.
ჩემგან და ირაკლისგან გამორჩეულია, სულ სხვა თაობაა. წიგნის სიყვარული შევამჩნიე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს არაფერს არ ვაძალებ. მე რასაც წლების შემდეგ ჩემით ვკითხულობდი, იმ ლიტერატურას უკვე მშვენივრად ეცნობა. თავისით რომ მიდის ადამიანი აქამდე, ეს ძალიან კარგია.“ - თქვა ქეთათომ.
![](/media/images/stories/a85978big.jpg)
„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ... როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი; ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც...“ - ქეთათო პირადი ცხოვრების შესახებ
„ვულოცავ დაბადების დღეს მშვენიერ ლედის, მიყვარხარ“ - ნანა ჩარკვიანი მშობლების ფოტოებს აქვეყნებს
ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"