შესაძლოა, დამაბნევლად გამოიყურება თუმცა სარეცხის ნიშნები მარტივად გასაშიფრია. ტანისამოსზე არსებული ნიშნები გვეუბნებიან რისგან არის შექმნილი და როგორ უნდა მოვუაროთ მას.
წყლით სავსე ნიშანი გვეუბნება რომ შესაძლებელია სამოსის რეცხვა, თუ ნიშნის ქვეშ ხედავთ 1 ხაზს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ქსოვილის სარეცხის მანქანით გარეცხვაც. ორი ხაზი ნიშნავს რომ ქსოვილი სენსიტიურია, ხოლო თუ დამატებულია ხელი, ნიშნავს, რომ უნდა გარეცხოთ 40 გრადუზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
თუ წყლის ავზი გადახაზულია, ე.ი მისი სარეცხის მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება და ქსოვილი უნდა გაირეცხოს ქიმწმენდაში.
თუ ავზში მითითებულია რიცხვები, ეს ნიშნავს რამდენ გრადუსზე უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი. ერთი წერტილი ნიშნავს ცივ წყალს, 2 წერტილი ნიშნავს 40 გრადუსს ანუ თბილ წყალს, სამი წერტილი კი ცხელ წყალს.
სამკუთხედი, რომელიც ორჯერ არის გადაკვეთილი, გვეუბნება რომ არ გამოვიყენოთ მათეთრებელი, ხოლო თუ კვეთის გარეშე გამოსახულ დიაგონალებს ხედავთ, ეს ნიშნავს რომ შეგიძლიათ მათეთრებელის გამოყენებაც.
ეტიკეტიდან გაიგებთ, თუ რომელია საუკეთესო გზა ქსოვილის შრობისთვის. კვადრატში წრე ნიშნავს, რომ შესაძლებელია შრობა, წერტილი მიუთითებს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე, ხოლო ხაზი ნიშნავს რომ შესაძლებელია სარეცხის თოკზე რეცხვაც. კვადრატში ჰორიზონტალური ხაზი ნიშნავს, რომ უნდა გააშროთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
უთოს სიმბოლო ნიშნავს, რომ შესაძლებელია ქსოვილის დაუთოვება. წერტილები ნიშნავს ტემპერატურას, 3 წერტილი 200 გრადუსია, 2 წერტილი - 150, ხოლო 1 წერტილი 100 გრადუსს ნიშნავს.
როგორ ვაჩუქოთ ახალი „სიცოცხლე“ ძველ ტანსაცმელს
ვამზადებთ საკუთარი ხელით - ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალება თქვენი ტანსაცმლისთვის
7 რჩევა, რომელიც დაგავიწყებთ სააბაზანოს დალაგების მოსაწყენ რუტინას