დიზაინერი მაკა ასათიანი მეგობრებთან ერთად 23 მაისს „აფხაზეთობის“ დღეს დაესწრო, რომელიც წელს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ღონისძიების თანხლებით გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
დიზაინერმა არჩევანი ყავისფერ მოსაცმელსა და შავ კომბინეზონზე შეაჩერა, რომელსაც შარფი და შეკრული თმა შეუხამა.
მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის ახალი კადრები - ნანიკო კლდიაშვილი ლეას ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ცნობილი ბიზნესლედი მაკა ასათიანი ეტლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა დიზაინერს?
მაკა ასათიანის ოჯახის ზამთრის არდადეგები - პატარა ლეას ახალი ფოტოები