მოხუცი ქალის ფორმაში გადაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა "მონა ლიზას" ნახატს ტორტის ნაჭერი ესროლა - „იფიქრეთ პლანეტაზე, ხალხი პლანეტას ყოველდღიურად ანადგურებს, ამიტომ ვაკეთებ ამას" - Marao

მოხუცი ქალის ფორმაში გადაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა "მონა ლიზას" ნახატს ტორტის ნაჭერი ესროლა - „იფიქრეთ პლანეტაზე, ხალხი პლანეტას ყოველდღიურად ანადგურებს, ამიტომ ვაკეთებ ამას"

2022-05-30 15:40:23+04:00


ახალგაზრდა ბიჭი მოხუცის ჩაცმულობით და პარიკით „ლუვრის“ მუზეუმში შეიპარა და „მონა ლიზას“ ნახატს ტორტი ესროლა. ბიჭი მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ეტლით შევიდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა ეტლიდან წამოდგა და ტორტი ნახატის გარშემო შექმნილ დამცავ შუშას ესროლა, ამის შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს ხალხის და მუზეუმის კედლების მისამართით ისროდა.

„იფიქრეთ პლანეტაზე, ხალხი პლანეტას ყოველდღიურად ანადგურებს. ამიტომ ვაკეთებ ამას...“ - ყვიროდა აქტივისტი მანამ, სანამ „ლუვრის“ დაცვა მას მუზეუმს დაატოვებინებდა.

„აქ წერია იმ ქალების სახელები, რომლებიც ქმრებმა დახოცეს“ - კანის ფესტივალზე" 12 დემონსტრანტი ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის მოთხოვნით შეიჭრნენ