„კანის კინოფესტივალზე“ საპროტესტო პერფორმანსი უკვე მეორედ დაფიქსირდა. ქალების ჯგუფი ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრა და ქალთა უფლებების დაცვას მოითხოვდა.
დაახლოებით 12 ქალი შეიჭრა კინოჩვენებაზე. მათ ხელში ეჭირათ ბანერები იმ 129 ქალის სახელით, რომლებიც ფესტივალის დაარსებიდან დღემდე ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ჯგუფის წევრებს მთლიანად შავი ტანსაცმელი ეცვათ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განმარტეს, ისინი ერთ-ერთი ფრანგული, ფემინისტური ორგანიზაციის წევრები არიან.
დაცვას პროტესტის შეჩერება არ უცდია, ქალები კამერების წინ პოზირებდნენ და მათი ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
მანამდე, პარასკევს, წითელ ხალიჩაზე სიმშვიდე კიდევ ერთი ორგანიზაციის წევრებმა დაარღვიეს, რომლებიც ფესტივალზე ტანსაცმლის გარეშე შეიჭრნენ და რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდნენ.

გასაღები, ველოსიპედი და ტუჩსაცხი: ნივთები, რომლებმაც ქალთა უფლებები განამტკიცა
ავღანელი ქალები ქალწულობის იძულებით შემოწმების წინააღმდეგ გამოდიან