ვინ არის დამნაშავე საზარელ მკვლელობებში – ამ საკითხზე იმსჯელეს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოწვეულმა სტუმრებმა.
მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თავისი შვილის, ნინუცა მაყაშვილის შემთხვევა გაიხსენა. ნინუცამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა თამარიც:
„ადამიანი, რომელიც იყო ლაღი და სიცოცხლის მოყვარული, რადიკალურად შეიცვალა და დაზომბდა. რამდენჯერმე მოხდა ჩვენი მხრიდან ჩარევა, ბავშვი წამოვიყვანეთ და წამოვიდა, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ძალით წამოვიყვანე და ნინუცა უკან დაბრუნდა. ეს იცოდა ყველამ. ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები. მოძალადე შეიძლება გამოსწორდეს, თუ ის არ ზის საშინელ პრეპარატებზე, თუმცა ამ კაცს გენეტიკურადაც არ აქვს ნორმალურად საქმე. ეს იყო ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა“, - ამბობს თამარი.
![](/media/images/stories/ninucamayashvili.jpg)
„ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა“ - ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს და რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს
"მე ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ეშინია ჩემი დაკარგვის; ისე მექცევა, თითქოს სრულყოფილი ვარ; რომელიც თავის გულს მჩუქნის" - ნინუცა მაყაშვილის ემოციური წერილი შეყვარებულს
"დავკარგე ყველაფერი, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უსახლკაროდ!!!" - ბესო ზანგური