„ოჯახური ბრძოლა გუშინ ღამით“ – მადონას 16 წლის ვაჟი კაბაში და ეპატაჟური დედა-შვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკეს - Marao

„ოჯახური ბრძოლა გუშინ ღამით“ – მადონას 16 წლის ვაჟი კაბაში და ეპატაჟური დედა-შვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკეს

2022-06-01 14:12:10+04:00


მადონას უმცროსი ვაჟი დევიდ ბანდა მოდის ტრენდებს არასდროს ერიდება. რამდენიმე დღის წინ ის დედასთან ერთად ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც თავად მადონაზე არანაკლებ გლამურულად გამოიყურებოდა.

მადონამ მოდასა და გლამურზე ძალიან ბევრი იცის. როგორც ჩანს, 16 წლის დევიდი მაგალითს სწორედ მისგან იღებს. მომღერალმა საერთო ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„ოჯახური ბრძოლა გუშინ ღამით“, - დაწერა მადონამ.

ბანდამ წითელი ფერის ზედას ოქროსფერი აქსესუარები და ჯაჭვები შეუხამა, რომლებიც იდეალურად ერგებოდა მადონას ჯაჭვებისგან შექმნილ ყელსაბამს. დედა-შვილმა ჩაცმულობას ოქროსფერი და ღია ვარდისფერი მზის სათვალეები შეუხამა. დევიდის ჩაცმულობა „ადიდასის“ და „გუჩის“ მოდის სახლების საერთო კოლექციიდან იყო.

63 წლის მადონა კრიტიკის მსხვერპლი თამამი ფოტოების გამოქვეყნების გამო გახდა

"ფოტოშოპი დაავიწყდათ?" - მადონას თამამი ფოტოსესია, რომელმაც გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია

63 წლის მადონამ დაბადების დღე 36 წლით უმცროს შეყვარებულთან და 6 შვილთან ერთად იტალიაში აღნიშნა