ზაფხულის დადგომასთან ერთად, ასტროლოგიის თვალსაზრისით, ემოციურად ცხელი თვეც დაიწყო. ეს ყველაფერი მარსისა და იუპიტერის ვერძში შეერთებამ გამოიწვია, რომელიც ვნებისა და პირადი ცხოვრების ნიშანია. სწორედ ამ თანავარსკვლავედში მდებარეობს ქირონი - ურთიერთობების პლანეტა. ქირონი გამოიწვევს ცვლილებებს ადამიანების უმეტესობაში. ასეთი ასტროლოგიური მოვლენა იშვიათად ხდება, რადგან იუპიტერიც და ქირონიც გრძელი ციკლის პლანეტებია.
გრძნობების ტყვეობაში ვერძი, მშვილდოსანი და ლომი აღმოჩნდებიან, რასაც განსაკუთრებით დაამძიმებს სავსე მთვარე, რომელიც ცაზე 14 ივნისს გამოჩნდება. თუმცა მარსისა და ქირონის შეერთებამ, შესაძლოა, დადებითი ემოციებიც მოიტანოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში.
ქვემოთ მოცემულია ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2022 წლის ივნისში პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით:
ვერძი
მარსი და ქირონი თქვენს პლანეტას ივნისში უერთდებიან, რამაც შეიძლება მოულოდნელი სიყვარული მოგიტანოთ. წვეულებებზე უარს ნუ იტყვით - ვინ იცის, შესაძლოა, რომელიმე მათგანი საბედისწერო გახდეს თქვენთვის. დაქორწინებული ვერძისთვის ივნისი შეიძლება იყოს დიდი ხნის ნანატრი ორსულობისთვის იდეალური დრო.
მშვილდოსანი
ივნისში სავსე მთვარე თქვენს ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში ხართ. ელოდეთ კაშკაშა ემოციებს, ლამაზ პაემანს შამპანურით და ძვირად ღირებულ საჩუქრებს პარტნიორისგან. მათ, ვისაც სიყვარული ჯერ არ უპოვია, ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ძებნა სამსახურშივე დაიწყონ.
სასწორი
სამყარო გიმზადებთ საჩუქარს ახალი რომანის სახით. სავარაუდოა, რომ მომავალი პარტნიორი მოგზაურობის დროს შეგხვდებათ. ამიტომ შვებულებაზე უარს ნუ იტყვით. გარდა ამისა, ეს ადამიანი აშკარად იქნება დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან.
ლომი
ივნისში სავსე მთვარე გადაინაცვლებს თქვენს სასიყვარულო სექტორში. თქვენ მიიღებთ რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებას ურთიერთობებთან დაკავშირებით ან კიდევ უფრო ნათლად დაინახავთ, რომ ბედნიერ ურთიერთობაში იმყოფებით. სავარაუდოა ახალი რომანი უცხოელ ადამიანთანაც.
ტყუპები
14 ივნისს სავსე მთვარე გადავა თქვენი ქორწინების სექტორში. შესაძლოა გადაწყვიტოთ განშორება. სავარაუდოა, რომ ახალი ურთიერთობა თქვენს თანამშრომელთანაც დაიწყოთ, თუმცა ახალ რომანთან ძალიან ფრთხილად იყავით. ივნისში განვითარებული მოვლენები ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
სიყვარული, კარიერა, ფინანსები - ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გაიგეთ, რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენ შესახებ
რომელი თარიღი იქნება წელს ყველაზე წარმატებული ქორწინებისთვის