მეგან მარკლი იუბილეზე ელეგანტური ლურჯი კაბით და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა - სასექსის ყოფილი ჰერცოგინია იუბილეს შვილების გარეშე ესწრება - Marao

მეგან მარკლი იუბილეზე ელეგანტური ლურჯი კაბით და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა - სასექსის ყოფილი ჰერცოგინია იუბილეს შვილების გარეშე ესწრება

2022-06-02 16:39:41+04:00


მეგან მარკლი დედოფლის სამეფო ტახტის 70 წლის იუბილეზე დახვეწილი ლურჯი კაბითა და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა.

სასექსის 40 წლის ჰერცოგინია ცერემონიას 37 წლის მეუღლესთან, პრინც ჰარისთან ერთად შეუერთდა. მეგანი ბრიტანეთში დღეს დილით შვილებთან ერთად ჩაფრინდა. დედოფალმა მას და ჰარის პირადი ვერტმფრენი და დაცვა გაუგზავნა.

ინტერნეტში ჰერცოგინიას ბავშვებთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტოები გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია, რომ ის ცერემონიისგან დაღლილ ბავშვებს გამხიარულებაში ეხმარება.

ჰარი და მეგანი შვილებთან ერთად ბრიტანეთში ჩავიდნენ - დედოფალი წყვილს საკუთარ იუბილეზე შეხვდება

10 უცნობი ფოტო დედოფალ ელიზაბეტის ბავშვობიდან

ამბავი ელისაბედ II-ის დედამთილის შესახებ, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის დამსახურებით, მთელი ცხოვრება გიჟად ითვლებოდა.