დედოფლის იუბილეზე ელიზაბეტ მეორე შვილიშვილს, ლილიბეტს პირველად შეხვდა. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უმცროს შვილს სახელი სწორედ მისი დიდი ბებიის პატივსაცემად შეურჩიეს.
სასექსის ყოფილმა ჰერცოგინიამ იუბილეზე სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რომელსაც, როგორც ჩანს, სამეფო ოჯახი მომზადებული შეხვდა. საქმე იმაშია, რომ ვინაიდან მეგანმა და ჰარიმ ოფიციალურ ტიტულებზე უარი თქვეს, მათ სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად აივანზე დგომა აკრძალული აქვთ.
შეკითხვაზე, თუ როგორი რეაქცია აქვს ამაზე მეგანს, მსახიობმა უპასუხა, რომ საკუთარ სახლში, ამერიკაში, მას და ჰარისაც აქვთ აივანი, რომელზეც უამრავი წვეულება გაიმართება და დედოფალს არ დაპატიჟებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წელში ეს მეგანის და ჰარის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო დიდ ბრიტანეთში. როგორც ჰარი ამბობს, სამშობლოში ის თავს დაცულად ვერ გრძნობს და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრება სურს.
მეგან მარკლი იუბილეზე ელეგანტური ლურჯი კაბით და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა - სასექსის ყოფილი ჰერცოგინია იუბილეს შვილების გარეშე ესწრება
ჰარი და მეგანი შვილებთან ერთად ბრიტანეთში ჩავიდნენ - დედოფალი წყვილს საკუთარ იუბილეზე შეხვდება
მეგან მარკლმა სანტა-ბარბარაში სტუმრობის დროს ჯულია რობერტსის "ლამაზმანის" სტილი გაიმეორა