ქეით მიდლტონის დამ თვით კემბრიჯის ჰერცოგინიაც კი დაჩრდილა - რას წერენ ბრიტანული ტაბლოიდები პიპა მიდლტონის შესახებ - Marao

ქეით მიდლტონის დამ თვით კემბრიჯის ჰერცოგინიაც კი დაჩრდილა - რას წერენ ბრიტანული ტაბლოიდები პიპა მიდლტონის შესახებ

2022-06-05 12:32:09+04:00


ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის გამოჩენამ ბრიტანულ მედიაში აურზაური მალევე გამოიწვია. კემბრიჯის ჰერცოგინიას და დედოფლის იუბილეზე მწვანე, დახვეწილი კაბით მივიდა. 38 წლის მიდლტონი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახმა პირადად მიიწვია.

2 შვილის დედა ვიწრო კაბაში იმდენად შესანიშნავად გამოიყურებოდა, რომ მას თავად ქეით მიდლტონსაც კი ადარებენ. იუბილეს ის დედასთან, ქეროლ მიდლტონთან ერთად დაესწრო.

დედოფლის იუბილე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაიწყო. ცერემონიას უკვე დაესწრნენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილებთან ერთად და სამეფო ოჯახის ყველა წევრი, მათთან დაახლოებულ პირებთან ერთად.

მეგან მარკლი ამბობს, რომ საკუთარ სახლში ბევრ წვეულებას გამართავს, თუმცა დედოფალ ელისაბედს არ დაპატიჟებს

მეგან მარკლი იუბილეზე ელეგანტური ლურჯი კაბით და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა - სასექსის ყოფილი ჰერცოგინია იუბილეს შვილების გარეშე ესწრება

ქეით მიდლტონის უნაკლო სტილი დედოფლის იუბილეზე - ჰერცოგინიამ ცერემონიაზე "მაკქუინის" სამოსი და პრინცესა დაიანას საყურეები მოირგო