ქეით მიდლტონის უნაკლო სტილი დედოფლის იუბილეზე - ჰერცოგინიამ ცერემონიაზე "მაკქუინის" სამოსი და პრინცესა დაიანას საყურეები მოირგო - Marao

ქეით მიდლტონის უნაკლო სტილი დედოფლის იუბილეზე - ჰერცოგინიამ ცერემონიაზე "მაკქუინის" სამოსი და პრინცესა დაიანას საყურეები მოირგო

2022-06-02 14:32:08+04:00


ქეით მიდლტონის ჩაცმულობა დედოფლის იუბილეს ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მომენტად იქცა. კემბრიჯის ჰერცოგინია ცერემონიაზე „ალექსანდრ მაკქუინის“ თეთრი სამოსით გამოჩნდა, რომელსაც ვინტაჟური ქუდი და პრინცესა დაიანას საყურეები შეუხამა. ქეითის ჩაცმულობა 3000 მილიონ ევროდ შეაფასეს. ჰერცოგინია იუბილეზე შვილებთან ერთად, ეტლით მივიდა.

40 წლის ქეითს ბოლო დროს სტილისა და სიგამხდრის გამო ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ტაბლოიდები უკვე წერენ იმაზე, რომ ქეითის ჩაცმულობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უნაკლო.

იუბილეზე გამოჩნდნენ პრინცი ფილიპი და კამილაც, თუმცა მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჯერ არსად ჩანან. სასექსის ყოფილი ჰერცოგინია ბრიტანეთში დღეს დილით, ჰარისთან და მათ საერთო შვილებთან ერთად ჩაფრინდა, მაგრამ მათი ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ჰარი და მეგანი შვილებთან ერთად ბრიტანეთში ჩავიდნენ - დედოფალი წყვილს საკუთარ იუბილეზე შეხვდება

ერთგული თანაშემწე თუ საიდუმლო საყვარელი - რატომ ვერ დაივიწყა ელიზაბეტ II-მ თავისი მრჩეველი

რევოლუცია სამეფო ოჯახში - პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ტიტულებზე უარის თქმა და მონარქიის მოდერნიზება გადაწყვიტეს