მსახიობების წყვილი, ანი ბებია და ილო ბეროშვილი, საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და გამომწერებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ. ამჯერად კი ანისა და ილოს წყვილმა მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა: „მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ, ჯერის მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება, ორსულად ვარ“ - თქვა ანი ბებიამ.
წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, ეს მათ ხელს არ უშლით, სრულფასოვანი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ. ანისა და ილოს პირველი შვილი ჯერი ბეროშვილი 2 წლის წინ შეეძინათ.