ჰოლივუდის ისტორიაში ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ყველაზე მშვიდი და სამაგალითო წყვილი იყვნენ, მაგრამ 2019 წელს მათმა დაშორებამ ყველაფერი შეცვალა. ახლა ბრედი ანჯელინას უჩივის და ამტკიცებს, რომ ჯოლის ქმედებები მათ საერთო ღვინის კომპანიის რეპუტაციას ზიანს აყენებს.
ბრედ პიტი ამბობს, რომ ანჯელინამ საკუთარი წილი მიჰყიდა რუს მილიარდერ ოლიგარქს და ამის შესახებ მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაიგო.
პიტის თქმით, იური შეფლერისთვის წილის მიყიდვა კომპანიის რეპუტაციას გაანადგურებს, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ანჯელინას სასამართლოში უჩივლოს.
სოციალურ ქსელებში ჯოლის უკვე გამოუჩნდნენ დამცველები და ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სიტუაციისგან განსხვავებით, სადაც ემბერი ქალთა უფლებებზე საუბრობდა და უმეტესობა მაინც ჯონის მხარეს იჭერდა, საზოგადოების აზრი მთლიანად ანჯელინას სასარგებლოდ გადაწყდა. მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ კომპანიის წილი მთლიანად ანჯელინას საკუთრებაში იყო, ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ ვისზე გაყიდის მას.
ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს აჩუქა სახლი, რომელიც წლების წინ ერთად შეიძინეს და გაარემონტეს
"ბევრ ბავშვს, რომლებსაც რკინიგზის დაბომბვის შემდეგ შევხვდი, ჯერ კიდევ სხეულში ჰქონდა ბომბის ნამსხვრევები" - ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ვიზიტის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილზე ძალადობის ბრალდებით, ამჯერად შეცვლილი სახელით და ანონიმურად უჩივის