ზაფხული მოვიდა და დროა, რომ შფოთვა და სტრესი გვერდით გადადოთ, რადგან ახლა მხოლოდ გართობისა და დასვენების დროა.
ჩვენ გირჩევთ მოუსმინოთ მუსიკას, შეხვდეთ მეგობრებს და საკუთარ თავს არ დაუწესოთ საზღვრები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ზოდიაქოს სხვადასხვა სახის რეკომენდაცია აქვს:
ვერძი
მიიღეთ ცხელი შხაპი, ჩაიტარეთ თავის მასაჟები. ეს ყოველივე ამცირებს შფოთვას და აძლიერებს ბედნიერების შეგრძნებას. დაისვენეთ და დრო თქვენი საყვარელი სატელევიზიო გადაცემების ყურებას დაუთმეთ.
კურო
თქვენი აბაზანა სპად უნდა გადააქციოთ! შეიძინეთ უამრავი ტანის სკრაბი და თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც თავდაჯერებულობას შეგძენთ.
ტყუპები
სცადეთ მოუსმინოთ მშვიდ მუსიკას და ასე გააღვიძოთ თქვენი გონება, რომელიც როგორც ინტელექტუალურად, ასევე გართობისა და სასიამოვნო დროის გასატარებლადაც იდეალური საშუალებაა.
კირჩხიბი
თქვენი ბედნიერების გზა ნამდვილად კუჭზე გადის. მიირთვით ეგზოტიკური კერძები, ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და კაკაო. უმჯობესია ისეთი საკვები პროდუქტების მიღება, რომლებიც აძლიერებს სისხლის ნაკადის მიმოქცევას.
ლომი
თუ აქამდე ფოტოების გადაღება არ გიყვარდათ, ვარსკვლავები გამცნობენ, რომ ამ ზაფხულს განსაკუთრებულად ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ. საკმარისია მხოლოდ ლამაზი ადგილების მონახულება და თან მობილური ტელეფონის ქონა.
ქალწული
დაიძინეთ ტანსაცმლის გარეშე და მომდევნო დღეც ზედმეტი, შემაწუხებელი ქსოვილის გარეშე გაატარეთ. ასეთი განტვირთვის დღე თქვენს სხეულს დადებითი ენერგიებით აავსებს.
სასწორი
შეისუნთქეთ სურნელები, რომლებიც თავგადასავლების გრძნობას იწვევს თქვენში. იყიდეთ სურნელოვანი სანთლები და სუნამო, რომელსაც თქვენ ან თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ატარებთ.
მორიელი
თქვენ ამ ზაფხულს იდუმალებით სავსე ადგილების და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებით ისიამოვნებთ. ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავს არაფერზე უთხრათ უარი. იმოგზაურეთ და უამრავი ფოტოც გადაიღეთ.
მშვილდოსანი
თქვენ ხართ ზოდიაქოს ყველაზე ნერვიული ნიშანი. ამიტომ პლანეტები ლიტერატურის კითხვას და ფანტაზიების სტიმულირებას გირჩევენ.
თხის რქა
ზაფხულში თქვენთვის საუკეთესო გასართობი ვარჯიში იქნება, რაც აამაღლებს თქვენს განწყობას და თქვენს სხეულს ენერგიით შეავსებს.
მერწყული
უბრალოდ ისუნთქეთ, ჟანგბადი თავისთავად დაეხმარება თქვენს გონებას აქტივაციაში და ექნება საოცარი მასტიმულირებელი ეფექტი. გირჩევთ ჰაერზე სეირნობას და ახლომდებარი ტყეების ან პარკების მონახულებას.
თევზები
გაიკეთეთ ფეხის მასაჟი. სხეულის ეს ნაწილი 7000 ნერვულ დაბოლოებას აერთიანებს, რაც თქვენზე განსაკუთრებით კარგად იმოქმედებს.
12 ივნისს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა - როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს
გაიგეთ, რამდენად ერთგულია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სასიყვარულო ურთიერთობებში
რატომ არიან ტყუპების ზოდიაქოს მატარებელი ადამიანები საუკეთესო მეგობრები