ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი მომდევნო კვირაში დაქორწინდებიან, მაგრამ ქორწილს ბრიტნის ოჯახის წევრები არ დაესწრებიან - Marao

ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი მომდევნო კვირაში დაქორწინდებიან, მაგრამ ქორწილს ბრიტნის ოჯახის წევრები არ დაესწრებიან

2022-06-09 13:24:25+04:00


ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ამ ხუთშაბათს დაქორწინდებიან. წყვილი ქორწილში 100-მდე ადამიანს ეპატიჟება, თუმცა მათ შორის ბრიტნის და და მშობლები არ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნის განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აქვს მამასთან, რომელსაც წლების განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ბრიტნი და 28 წლის სემი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია ხვდებიან. ცოტა ხნის წინ მათ განაცხადეს, რომ საერთო შვილს ელოდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მომღერალმა შვილის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

„მადლობა, რომ ამ რთულ დროს გვერდით გვედექით“ - ბრიტნი სპირსი ორსულობის შეწყვეტისა და ბავშვის დაკარგვის შესახებ წერს

40 წლის ბრიტნი სპირსი და 27 წლის სემ ასგარი პირველ შვილს ელოდებიან - მომღერალი დედა მესამედ გახდება