ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ამ ხუთშაბათს დაქორწინდებიან. წყვილი ქორწილში 100-მდე ადამიანს ეპატიჟება, თუმცა მათ შორის ბრიტნის და და მშობლები არ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნის განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აქვს მამასთან, რომელსაც წლების განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ბრიტნი და 28 წლის სემი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია ხვდებიან. ცოტა ხნის წინ მათ განაცხადეს, რომ საერთო შვილს ელოდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მომღერალმა შვილის შენარჩუნება ვერ მოახერხა.