„ქორწილი არ გვაწყენდა“ - რას წერენ ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ახალ ფოტოებზე - Marao

„ქორწილი არ გვაწყენდა“ - რას წერენ ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ახალ ფოტოებზე

2022-06-13 12:41:06+04:00

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.

მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.

ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი.

ცოტა ხნის წინ ჯულიანამ თავისი და ოთოს ახალი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„ქორწილი არ გვაწყენდა“, „ულამაზესები ხართ“, - წერენ კომენტარებში.

 

„მე მჯერა ბედისწერის, ჩვენ შემთხვევით არ შევხვედრივართ ერთმანეთს... ოთო საუკეთესო პარტნიორია“ - ჯულიანა ბარგნარის აღიარება - აქვს თუ არა წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა

ეჭვიანობს თუ არა ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილზე - მოცეკვავის მოულოდნელი პასუხი მეწყვილის კითხვაზე

 

„მე ვარ მისი ყველაზე დიდი იღბალი... გამიმართლა, რადგან ოთო არამარტო ფიზიკურად არის ძლიერი, არამედ ის შემდგარი მამაკაცია“ - ჯულიანა ბარგნარი