სანამ ტექნოლოგიები და მედიცინა განუწყვეტლივ ვითარდება, სილამაზის ინდუსტრიაში ხალხი წინაპრების მიერ შექმნილ ტრადიციებს და სახალხო მედიცინას უბრუნდება.
ბოლო წლებში გუა შა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩინელები მას სახის კანის მოსავლელად ყოველდღიურად იყენებენ.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გუა შას ტკივილის და სხვადასხვა ინფექციის განსაკურნად იყენებენ. მას ასევე შეუძლია სისხლის მიმოქცევის სისტემის მოწესრიგება და ეფუძნება სხეულისა და გონების ჰარმონიულად ურთიერთქმედების იდეას.
სანამ გუა შას გამოიყენებდეთ, აუცილებელია რომ სახის კანი ზეთით გაიწმინდოთ, ქვის მანათობელი მხარე კი წრიული მოძრაობით მთელ სახეზე მოატაროთ. შესაძლოა, თავდაპირველად თქვენს კანზე წითელი გამონაყარი შენიშნოთ, მაგრამ ის მალევე გაქრება.
ამას გარდა, შეგიძლიათ გუა შა გამოყენებამდე თბილ წყალში ჩადოთ. ეს დაგეხმარებათ შეშუპებული ადგილების დამშვიდებასა და ტკივილის მოხსნაში.
თუმცა ცნობილი ბრენდები გუა შას მხოლოდ სახის გამწმენდი სახით და სილამაზის პროდუქტად იყენებენ, მაგრამ საკუთარ მომხმარებელს შესაბამის ინფორმაციას არ აწვდიან მისი კულტურული ისტორიის შესახებ. სინამდვილეში, გუა შას ბევრად უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სახის კანიდან აკნეს მოშორებაა.
ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ შავი ფერი ახდუნებს - ეს და კიდევ 4 მითი შავი სამოსის შესახებ
„11-ის ვიყავი, როდესაც იძულებით დამაქორწინეს... ჩემი ქმარი მამაჩემზე უფროსი იყო“ - ტრადიციების მსხვერპლი ირანელი გოგოს სასტიკი ისტორია
„ჩებე წარმოადგენს აფრიკული სილამაზის სულს“ - ოზოუს ტომის უჩვეულო რიტუალი გრძელი და მბზინვარე თმის შესანარჩუნებლად