დასავლეთ კულტურაში შავ ფერს მხოლოდ მაშინ ატარებდნენ, როდესაც რაიმეს გლოვობდნენ ან ახლობელი ადამიანი გარდაიცვლებოდა. ეს მიდგომა 1920-იან წლებში ლეგენდარულმა დიზაინერმა კოკო შანელმა შეცვალა და შავი ფერის კაბების კოლექცია წარადგინა.
მას შემდეგ, რაც შავმა სამოსმა მოდის სამყარო დაიპყრო, მის ირგვლივ უამრავი მითი გაჩნდა.
- შავი ფერი უფრო გამხდარს გაჩენთ
- ამ ფერის სამოსში ყველა კარგად გამოიყურება
- თქვენს სხეულს ფორმას აძლევს
- ყველაფერს უხდება
სინამდვილეში, შავი უფრო მეტად მსუქანს გაჩენთ და თუ ფიქრობთ, რომ საკუთარი წონით კმაყოფილი არ ხართ, ამ ფერის ტანსაცმელს ნამდვილად უნდა ერიდოთ.
ეს ფერი ქალების უმეტესობას იმაზე ხანდაზმულად წარმოაჩენს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. მუქი ფერის ზედა ან კაბა უფრო მეტად გამოკვეთს თქვენს სახეს და კანის სტრუქტურას.
შავი ყველაზე მუქი ფერია და ქალების უმეტესობა მისი ტარებისას თავს „უსაფრთხოდ“ გრძნობს, თუმცა ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ მუქი ფერის ჩაცმა ვნებს თქვენს პირად ენერგიასა და თავდაჯერებულობას.
შავი ნეიტრალური ფერი არ არის. შესაბამისად, შეუძლებელია ის ყველაფერს უხდებოდეს. როდესაც შავი გაცვიათ, აუცილებლად ბევრი უნდა იფიქროთ იმ აქსესუარებზე, რომლებსაც ტანსაცმელს შეუხამებთ.
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები "კანის" დაჯილდოების ცერემონიიდან
როგორ შეძლო კიმ კარდაშიანმა 21 დღეში 7 კილოგრამის დაკლება - შიმშილი თუ დიეტა მერლინ მონროს ლეგენდარული კაბის მოსარგებად
ქეით მიდლტონს სიგამხდრისა და უგემოვნო სტილის გამო აკრიტიკებენ