დაძაბული სასამართლო პროცესის შემდეგ ემბერ ჰარდმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. ემბერმა ყოფილი ქმრის, ჯონი დეპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტზე ჯონის სოციალურმა სტატუსმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა:
„ნაფიც მსაჯულებს არ ვადანაშაულებ, მესმის მათი. ჯონი დეპი ყველას უყვარს და ხალხი ისე იქცევა, თითქოს მას პირადად იცნობენ, რადგან შესანიშნავი მსახიობია.
არ მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობთ ან როგორ განმსჯით. თქვენ გინდათ იფიქროთ, რომ ზუსტად იცით, რა ხდებოდა ჩემს სახლსა და პირად სივრცეში, ჩემს ქორწინებაში, დახურულ კარებს მიღმა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი და ჯონის გარდა, ვინმემ ეს დაზუსტებით იცის. ამიტომ თქვენს დამოკიდებულებას გულთან ახლოს არ მივიტან.
მაგრამ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი, ვიტყვი, რომ არცერთ თქვენგანს არ შეუძლია შემომხედოს თვალებში და მითხრას, რომ სოციალური ქსელებიდან ადამიანების პირადი ცხოვრების განსაზღვრა შესაძლებელია. ვერ მეტყვით, რომ ის, რაც მოხდა, სამართლიანი იყო.“ - განაცხადა მსახიობმა.

ცხოვრება სკანდალური დაშორების შემდეგ - რას ამბობს ემბერ ჰარდი ჯონი დეპზე და როგორია მისი სახლი, სადაც განქორწინების შემდეგ ცხოვრობს
ჯონი დეპის ადვოკატმა სოციალური ქსელი აალაპარაკა - ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოსაც მილიონობით ნახვა აქვს
ემბერ ჰერდს ილონ მასკისგან შვილის გაჩენა სურდა - რაზე უჩივლა მას ბიზნესმენმა?