ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი დღესდღეობით თურქეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები არიან. მას შემდეგ, რაც წყვილმა ურთიერთობაში ყოფნა ოფიციალურად დაადასტურა, მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა მათი მომავალი ქორწინებისა და გეგმების შესახებ.
წერდნენ, რომ ჰანდე და ქერემი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიოდნენ, შვილის ყოლას აპირებდნენ და ასე შემდეგ.
მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში წყვილი კამერების წინ ერთად თითქმის არ ჩნდებოდა, რის გამოც გულშემატკივრებმა აქტიურად დაიწყეს მათ დაშორებაზე საუბარი.
ჭორები მალე დადასტურდა და წყვილი დაშორდა, შემდეგ კი ჰანდეს ყოფილ შეყვარებულთან შერიგებასაც მიაწერდნენ. ცოტა ხნის წინ მისი ფანები კვლავ ალაპარაკდნენ, მიზეზი კი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტო გახდა, სადაც ერჩელი რობოტთან ერთად პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ ჰანდეს და ქერემის საერთო სერიალში ჰანდე პარტნიორს ყოველთვის რობოტს ეძახდა და ამით მის უგრძნობ ხასიათს უსვამდა ხაზს.

თურქი გულშემატკივრები ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ
ჰანდე ერჩელმა ქერემ ბურსინთან დაშორების შემდეგ ქაან ილდიმირთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები დაადასტურა