ჰანდე ერჩელმა ქერემ ბურსინთან დაშორების შემდეგ ქაან ილდიმირთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები დაადასტურა - Marao

ჰანდე ერჩელმა ქერემ ბურსინთან დაშორების შემდეგ ქაან ილდიმირთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები დაადასტურა

2022-05-02 14:31:01+04:00


ჰანდე ერჩელი სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მან თურქ ვარსკვლავ ქერემ ბურსინთან შეხვედრა დაიწყო. წყვილის ურთიერთობა დაშორებით დასრულდა, თუმცა მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია და მისი სასიყვარულო ცხოვრების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.

ცოტა ხნის წინ ჭორები გავრცელდა იმის შესახებ, რომ ჰანდე თურქ ვარსკვლავ ქაან ილდირიმს ხვდება. ჭორები მისი და ქერემის დაშორებიდან მალევე გავრცელდა, რადგან ერჩელი ილდიმირის გვერდით ერთ-ერთი კლუბის დატოვებისას შენიშნეს.

ცხადია, რომ უახლესი ამბები მხოლოდ ჭორები არ არის, რადგან ჰანდემ ინტერვიუს დროს დაადასტურა ქაანთან ურთიერთობა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ორივე მათგანი ბედნიერია.

ინტერვიუს დროს მსახიობს ჰკითხეს ყოფილ შეყვარებულზეც და აქვს თუ არა მას მეგობრული ურთიერთობა ქერემთან, რაზეც ჰანდემ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა აზრს მოკლებულია.

„ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია,“ - რა თანხას გამოიმუშავებს მსახიობი დისნეის პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ

ჰანდე ერჩელის გლამურული მოგზაურობა მილანში დასთან, გამზე ერჩელთან ერთად