ემბერ ჰარდი ყოფილ მეუღლესთან, ჯონი დეპთან წაგებული სასამართლო პროცესის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ ჯონი დეპზე ისევ შეყვარებულია, თუმცა სასამართლო პროცესების დროს ამტკიცებდა, რომ დეპი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
ემბერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ,,დღის შოუს” და სავანტა გუტრისთან წარსულზე ილაპარაკა. აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მან პროცესების დროს ძალიან დიდი სტრესი მიიღო.
სავანტა გუტრისმა მას ჰკითხა, რას გრძნობდა ახლა ჯონი დეპის მიმართ:
„მე ისევ მიყვარს ის, არ მაქვს ცუდი განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა“ - განმარტა მან.