ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
წყვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც ოჯახურ თუ პირად ფოტოებთან ერთად, ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც აზიარებენ.
ამჟამად ჯანეტი და ნოე ინგლისში, კერძოდ, ლონდონში იმყოფებიან და ახალ ფოტოებს ულამაზესი ქალაქიდან აქვეყნებენ. თუმცა ქვეყნიდან გამგზავრებამდე წყვილმა კიდევ ერთი ფოტო შვილთან, ანნასთან ერთადაც გამოაქვეყნა.