„ბოლო დროს ეს სტილი ძალიან პოპულარული გახდა“ - თიკა ფაცაციას რჩევები, როგორ გავიკეთოთ ვარცხნილობა მოკლე თმაზე - Marao

„ბოლო დროს ეს სტილი ძალიან პოპულარული გახდა“ - თიკა ფაცაციას რჩევები, როგორ გავიკეთოთ ვარცხნილობა მოკლე თმაზე

2022-06-16 11:40:08+04:00


თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.

ამჯერად თიკამ გამომწერებს ასწავლა, როგორ უნდა მიიღონ სველი თმის ეფექტი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

„დიდ მოწონებაშია ეს სველი თმის ეფექტი. შეჭრილ ფორმას აქვს მნიშვნელობა. დაბანის შემდეგ პირსახოცით შემშრალებულ თმას არ დავივარცხნით და ისე წავუსვამთ ხვეული თმის სამოდელირო გელს. რეკლამა რომ არ გამოვიდეს რომელიმე კონკრეტულის, ბევრ ბრენდს აქვს ხვეული თმის სთაილინგი. ვიშრობთ ბუნებრივი გზით, ანუ საშრობის გარეშე“, - წერს თიკა.

„400 მანეთი ღირდა; ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ ვალი აიღეს და მაინც მიყიდეს, რადგან ძალიან მინდოდა“ - თიკა ფაცაცია ბავშვობას იხსენებს

„სიმპათიური ბიჭის ახალგაზრდა დედიკო“ - ვინ არის და რას საქმიანობს თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი

„ბევრი მთხოვს ხორცის სალათის რეცეპტს...“ - თიკა ფაცაცია თავის გამომწერებს ახალ რეცეპტს უზიარებს