„კარდაშიანების“ შოუს ვარსკვლავი და გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ქენდალ ჯენერი 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა ასევე ძალიან წარმატებულ კალათბურთელს, დევინ ბუკერს.
ქენდალთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ ის და დევინი დაახლოებით 1 კვირაა, რაც ერთად აღარ არიან. წყვილმა ქენდალის დის, კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის ქორწილში კარგი დრო გაატარა, თუმცა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდებოდა.
ქენდალმა დევინს განუცხადა, რომ მას დრო და სივრცე სჭირდება, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას კვლავ შეინარჩუნებენ. თუმცა ქენდალის მეგობრები ამბობენ, რომ წყვილს შორის კავშირი ისევ არსებობს და შესაძლოა, ისინი კვლავ ერთად ვიხილოთ.
„ოდნავ ვნერვიულობ, კიტრს თესლი არ აქვს?“ - 26 წლის სუპერმოდელს, ქენდალ ჯენერს, კიტრის დაჭრის გამო აკრიტიკებენ
კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი კიდევ ერთხელ, ამჯერად იტალიაში დაქორწინდნენ
კარდაშიანების ცეცხლოვანი კადრები გადაღებიდან (ფოტო/ვიდეო)