ულამაზესმა შვედმა მოდელმა. ელსა ჰოსკმა თავისი სილამაზის საიდუმლოებები გაამხილა. 33 წლის სუპერმოდელმა მოდის სამყაროში სახელი „ვიქტორია სეკრეტის ანგელოზის“ ტიტულით გაითქვა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია.
მაკიაჟის ტარების დროს, ტუჩების ვიზუალურად გასადიდებლად ელზა კონტურს ღია ფერის ფანქრით ხაზავს, რომელიც ტუჩების ფორმას ადიდებს და დარჩენილ ნაწილს ის მუქი ფერის ტუჩსაცხით ფარავს.
მოდელი იდეალური მაკიაჟისთვის წყალგამძლე კონტურებსა და ფანქრებს იყენებს, რომლებიც როგორც წყალს, ასევე მზის სხივების მწველ ზემოქმედებასაც უძლებენ.
ელსა ამბობს, რომ მისთვის მთავარია ფანქარი იყოს კომფორტული, მარტივი მოსახმარი და ეკონომიური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რბილ ტექსტურაზე და კანს არ დააზიანებს.
ტუჩსაცხის სახით ელსა მბზინავ გლოსს იყენებს, რომელიც ტუჩს მოცულობას ანიჭებს. მოდელი გირჩევთ, ისეთი კოსმეტიკა შეიძინოთ, რომელიც ტუჩს კვებავს და მკვდარ უჯრედებს აშორებს.