სამეფო ოჯახმა პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი გაასაჯაროვა - ნახატს და რეალურ ფოტოს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ - Marao

სამეფო ოჯახმა პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი გაასაჯაროვა - ნახატს და რეალურ ფოტოს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ

2022-06-25 10:48:10+04:00


კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის და პრინცი უილიამის პირველი ოფიციალური პორტრეტი სამეფო ოჯახმა 23 ივნისს გააზიარა. ნახატი სპეციალური კონკურსის გამარჯვებულმა მხატვარმა, ბრიტანელმა ჯეიმ კორეტმა შექმნა. ქეით მიდლტონს სუზი ქეივის მიერ შექმნილი ულამაზესი შავი კაბა აცვია, რომელიც მას 2020 წელს დუბლინში მოგზაურობისას ეცვა.

ნახატი 2023 წელს მუზეუმს გადაეცემა, მანამდე კი ის კემბრიჯის უნივერსიტეტის კედლებში შეინახება, სადაც ქეითმა და უილიამმა ის პირველად მოინახულეს.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პრივილეგიაა ის, რომ პორტრეტის შექმნის პატივი მე მხვდა წილად“, - განაცხადა ნახატის ავტორმა, ჯეიმ კორეტმა.

ნახეთ, როგორ გამოიყურება კაბა, რომლის გამოც ქეით მიდლტონს "უხამსი" და "პრინცისთვის შეუფერებელი" უწოდეს

სასექსის ჰერცოგინია ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია - ქეით მიდლტონის ელეგანტური სტილი კვლავ უამრავ მოწონებას იმსახურებს

მეგან მარკლი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - ნახეთ, როგორ გამოიყურება პატარა ლილიბეტი