მეგან მარკლი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - ნახეთ, როგორ გამოიყურება პატარა ლილიბეტი - Marao

მეგან მარკლი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - ნახეთ, როგორ გამოიყურება პატარა ლილიბეტი

2022-06-07 11:43:51+04:00


პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილის, ლილიბეტის პირველი ფოტოები გაასაჯაროეს. სასექსის ყოფილი ჰერცოგინია ოჯახურ გარემოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად უზიარებდა გულშემატკივრებს, თუმცა ქალიშვილის სახეს საჯაროდ არ აჩენდა.

ცოტა ხნის წინ მეგანი და ჰარი დედოფლის იუბილეზე იმყოფებოდნენ. წყვილი ბრიტანეთში შვილებთან ერთად დაბრუნდა. დედოფლის იუბილეზე ელიზაბეტ მეორე შვილიშვილს, ლილიბეტს, პირველად შეხვდა. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უმცროს შვილს სახელი სწორედ მისი დიდი ბებიის პატივსაცემად შეურჩიეს.

მეგან მარკლი ამბობს, რომ საკუთარ სახლში ბევრ წვეულებას გამართავს, თუმცა დედოფალ ელისაბედს არ დაპატიჟებს

/მეგან მარკლი იუბილეზე ელეგანტური ლურჯი კაბით და ქეით მიდლტონის მსგავსი ქუდით გამოჩნდა - სასექსის ყოფილი ჰერცოგინია იუბილეს შვილების გარეშე ესწრება

ჰარი და მეგანი შვილებთან ერთად ბრიტანეთში ჩავიდნენ - დედოფალი წყვილს საკუთარ იუბილეზე შეხვდება