პროდიუსერ დავით იმედაშვილსა და მის მეუღლეს, ტელეწამყვანსა და ინფლუენსერ ანა იმედაშვილს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ამჯერად ანა და დავითი ფოტოებს ამერიკიდან აქვეყნებენ. ისინი შვილებთან, ლუკასთან, პეტრესთან და დანიელთან ერთად კალიფორნიაში იმყოფებიან და დროს სახალისოდ ატარებენ, მხიარულ კადრებს კი გამომწერებსაც უზიარებენ. როგორც ცნობილია, ოჯახი ამერიკაში საცხოვრებლად წავიდა და უახლოეს მომავალში უკან დაბრუნებას არ აპირებს.
ამჯერად უმშვენიერესი წყვილი გამომწერებს ფოტოებს სანაპიროდან უზიარებს: „ოჯახური დასვენება“ - წერს დავით იმედაშვილი კალიფორნიაში გადაღებულ კადრებზე.

