მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა და უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძის შესახებ ისაუბრა. შეკითხვაზე, უყვარდა თუ არა „შეთეს“ ლიკა გადასაღები მოედნის გარეთაც, ზაზამ დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ლიკას სილამაზე არა მხოლოდ მას, არამედ ყველას ატყვევებდა, ვინც კი შეხედავდა.
“საქმე ის არის, რომ ის ბავშვი იყო, თან არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა, ისეთი ლამაზი იყო. მეც, სოსოსაც, სხვა ახალგაზრდა ბიჭებსაც, ყველას მოგვწონდა. ზოგი გამნათებელი იყო, ზოგი - ასისტენტი. მძღოლს ვეუბნებოდი, შორს დააყენე ავტობუსი-მეთქი, რომ ლიკა მიმეყვანა გადასაღებ მოედანთან. ჩემთვის ეს სასიამოვნო ტვირთი იყო. მერე იქ სველს, ტალახიანს რომ ავიყვანდი ხოლმე ხელში, მაშინ მხოლოდ ერთ ნომერში თბებოდა წყალი და იქ მიგვყავდა, რომ არ გაციებულიყო”, - იხსენებს “შეთე”.
ზაზა კოლელიშვილმა სასცენო პარტნიორთან მეგობრობაზეც ისაუბრა და ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ტრაგიკული მომენტიც გაიხსენა.
“განსაკუთრებით ბოლო 4 თვე, ძალიან ხშირად ვიყავი ლიკასთან. ლიკა გარდაცვლილი გადავიღე მე პირველად. შემდეგ ის ფოტო დავკარგე და ალბათ უნდა დაკარგულიყო კიდეც. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი კოშმარი”, – ამბობს კოლელიშვილი.
"რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი...არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა" - რას იხსენებს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი
"აი, ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი, მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით, ორი ოპერატორი იღებდა... სამწუხაროდ, ცოტა ხანში გადრები შეწყდა" - რა შემთხვევას იხსენებს ია ფარულავა